მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის სტილია, რომ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული საინფორმაციო ბადე

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის სტილია, რომ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული საინფორმაციო ბადე

დღეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, რომელშიც პირდაპირ წერია ოპოზიციის პასუხისმგებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად. ისინი ურჩევენ ოპოზიციას, ვინაიდან მათი როლი არის გადამწყვეტი, რომ შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გზავნილების ინტერპრეტაციის დროს სუბიექტურია.

„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის სტილია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ რაც არ მოსწონთ, იმას საერთოდ აიგნორებენ და შემდეგ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას ან აბზაცს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული მთელი საინფორმაციო ბადე“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება დღეს ევროკავშირმა გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ „გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით“.