დავით ქართველიშვილი: სააკაშვილ/მელიას კორპორაციის წყალობით - ოკუპაციის 100 წელი ჯერ არ დასრულებულა

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილ/მელიას კორპორაციის წყალობით - ოკუპაციის 100 წელი ჯერ არ დასრულებულა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„შეშფოთება გადამდებია, ხოლო სიყვარული - ბრუნვადი და ვერტიკალური. დღეს ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ცალკეულ წარმომადგენელთა შეშფოთებამ დაიწყო ჩემი ვირტუალური დღე. ვიფიქრე - ოკუპაციის 100 წლისთავს ეხებოდა. შევცდი. დღეს წესით და რიგით ოკუპაციიდან 100 წლისთავი უნდა გაგვთენებოდა, საიდანაც ბოლო 30 წელი ბედნიერ და დამოუკიდებელ გარემოში ვითარდება სახელმწიფო, მაგრამ სააკაშვილ/მელიას კორპორაციის წყალობით - ოკუპაციის 100 წელი ჯერ არ დასრულებულა.

ხო და დასავლეთი ამ ოკუპაციის თანამონაწილის ერთ-ერთი ტოპ/მენეჯერის მიმართ რიგითი პროცესუალური პროცედურის გამოყენების გამოა აღშფოთებული. იმის გამო კი არა, რომ ჩვენი დასავლური სტრატეგიული პარტნიორისადმი პოლიტიკური და სამხედრო ერთგულების გამო ვართ ოკუპირებული დღემდე. ჩვენს სამეზობლოში კი, ვინც "ჭკუით" მოიქცა, ყველგან "დეოკუპირებული" ვითარებაა და ცოტა ხანში, ევროკავშირის ღია კართან ორპირში გაცივებული თურქეთიც ლამის ვიხილოთ ევროაზიურ ეკონომიკურ კავშირში და "ლავუაზიეს" იდუმალი კანონის თანახმად, ეს წრე ჩვენს გარშემო სრულად შეიკრება.

ჩვენ კი კვლავ გაბზარულ ქვევრში დავრჩებით, მოგვადგება რუსი "უჩასტკოი" შეძახილით "გამოდი, გამოდი", შეეცდებიან ჩვენი ფეხებით, ყურებით გამოთრევას - მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ჩვენი პრინციპებისა და დასავლური კურსის ერთგულები დავრჩებით. მაგრამ ჩვენი პარტნიორების შეშფოთება ისევ ამ ქვევრის დამზიანებელ/დამხარვეზებლების მხარეზე იქნება სამწუხაროდ.

ვიხსენებდი, ვერ გავიხსენე - დასავლეთის შეშფოთება, როდესაც ნეო/ოკუპაციის "გამპრავებელ" დოკუმენტზე, 2008 წლის ოქტომბერში მელიას კოლეგებმა თავის ხელმოწერით დაადასტურეს - კიო, ჩვენი დაწყებული იყო ომი და ამით, ჩვენი ინიცირებული იყო ოკუპაცია. ვერც მაშინ გავიხსენე შეშფოთება - რომ აღნიშნული ღალატის გამო ეს ნეოტროცკისტები დაეტუქსათ. მაგრამ, ერთი უწყინარი, კანონის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი პროცესუალური მოქმედების გამო - შეშფოთების ნიაღვარი წამოვიდა. იქიდან, ვის მიმართ ერთგულების გამო ვისჯებით გარე და შიდა მტრების მიერ. რომლებიც ღიად დაგვცინიან ამ, თქვენს მიმართ, დასავლეთელო პარტნიორებო - ღიად გაცხადებული მეგობრობის გამო.

რა ხდება? მიზანი რა არის? "ქვევრი" გატეხოთ? "მელიაზე" გაცვალოთ საქართველოს რეგიონალური დასავლური კურსი, როგორც კრემლისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი? ანუ, თქვეენც - "ბრუტუს"? რაღას გვაწვალებთ? განა იმ კუთხით - რომ "ქვევრის" გატეხვას თუნდაც თქვენს გამო ვაპირებდეთ. ნუ იყოფინ! უბრალოდ, ხელს ნუღა გვიშლით. შეშფოთების თქვენს მიერ შერჩეულ ველში იტრიალეთ, რა გაეწყობა. ამ კოლექტიურ კრემლიზმს ჩვენ მაინც გავუმკლავდებით, თუნდაც იმ ძალის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, რომელიც თქვენთვის უცხო და შეუცნობადია, მაგრამ უფრო გავლენიანი და ყოვლისშემძლე. და რომლის დიდებულ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს - იბერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას"!