საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 869 ტესტი ჩატარდა.