ნიკა მელია: შემოდიან არა გადიან, ეს არ არის შემოსვლა, ეს არის გასვლა

ნიკა მელია: შემოდიან არა გადიან, ეს არ არის შემოსვლა, ეს არის გასვლა

როგორც არასდროს, ვარ ძლიერად. შემოდიან არა გადიან, ეს არ არის შემოსვლა, ეს არის გასვლა და ეს ხელისუფლება გავა არაფორმალური მმართველობიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, გავრილოვის გამო, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს.

„შემოდიან არა გადიან, ეს არ არის შემოსვლა, ეს არის გასვლა და ეს ხელისუფლება გავა არაფორმალური მმართველობიდან. მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. გავრილოვის გამო, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს. პატივია ის ბრძოლა, რა ბრძოლაშიც ახლა ჩვენ ვართ და ვერც ერთ შემთხვევაში ხელს ვერ ააღებინებთ თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს, გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა, რასაც ჰქონდა ადგილი 20 ივნისს და გავაპროტესტეთ. ეს არის დასასრული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.