„როგორც ჩანს, „ნაცების“ რიტორიკას ხართ აყოლილი“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერის შეკითხვას.
„როგორც ჩანს, „ნაცების“ რიტორიკას და მათ მოგონილ რაღაცებს, რომ თითქოს რაღაც კლანი მაქვს. თქვენგან ვერ გავიგე, მაქვს თუ მქონდა?! თუ მაქვს, გიპასუხებთ, რომ არ მაქვს და არც მქონია არავითარი კლანი. კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები, მგონი არ უნდა იყოს საინტერესო მოსახლეობისთვის. ფილოსოფიური საკითხია და შეგვიძლია, ცალკე ვისაუბროთ და აგიხსნით ჩემ დამოკიდებულებას და მოტივაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე წესებით ვცხოვრობ და მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ოჯახის წევრი თუ ნათესავი და ვინც ამ წესებს არღვევს, ასეთ ადამიანებთან ვწყვეტ ურთიერთობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რა გარანტია გვაქვს, რომ გაპრემიერების შემდეგ, თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან „ქართულ-ჯიგრულ პონტში?“ - ამ შეკითხვით მიმართა ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.