არჩილ თალაკვაძე: მივმართავ ოპოზიციას - თუ მართლა გსურთ ვითარების განმუხტვა, ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს

არჩილ თალაკვაძე: მივმართავ ოპოზიციას - თუ მართლა გსურთ ვითარების განმუხტვა, ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ სპექტრს მიმართავს და „მეტი პასუხისმგებლობის“ გამოჩენისკენ მოუწოდებს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვითარების განსამუხტად საჭიროა ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს, ოპოზიცია კი საპარლამენტო პროცესში ჩაერთოს.

„მივმართავ ოპოზიციას - თუ მართლა გსურთ ვითარების განმუხტვა, ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს. შემდეგი კონსტრუქციული ნაბიჯი საპარლამენტო პროცესში ჩართვა და იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე ერთობლივი მუშაობა იქნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს აწუხებთ. მოგიწოდებთ მეტი პასუხისმგებლობისკენ - ქვეყანას არა დესტაბილიზაცია, არამედ გაძლიერება სჭირდება“, - მიმართავს თალაკვაძე ოპოზიციურ სპექტრს.