ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე გავუშვათ, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს 

ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე გავუშვათ, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს 

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ოპოზიციის საპროტესტო მოძრაობას რეალურად მიხეილ სააკაშვილი მართავს.

„კვირის პალიტრასთან" საუბრისას ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ისე უნდა შეიცვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.

„გამოვრიცხავ ხელისუფლების ნარატივს სააკაშვილის დაბრუნების შესახებ. ჩვენი ამოცანაა, „ოცნება" ისე გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილის არ დაბრუნდეს უკან.

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი სავსებით განსხვავებულია მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით, მაგრამ გვაქვს ერთი საერთო მიზანი - პოლიტიკური მშვიდობა, ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობის მუშაობით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

amo ჩაუფუჩუნე ნაცებს მარჯ.., არა მარცხენა ყურში, შალიკოს ფანჩატურში.
4 წლის უკან