ირაკლი ღარიბაშვილი: არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ

ირაკლი ღარიბაშვილი: არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია ქვეყნის სამართალდამცავ სისტემას ტესტს უწყობს, რომლის საბოლოო მიზანიც მთავრობის დესკრიდიტაცია და დესტაბილიზაციის შექმნაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მის მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

„სულ რამდენიმე დღის თუ კვირის წინ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა დესტრუქციულმა ძალამ. ასე ვთქვათ, ტესტი, რომელიც წარუდგინეს ჩვენს სამართალდამცავ სისტემას არის გათვლილი იმაზე, რომ მოხდეს დისკრედიტირება ჩვენი პოლიციის, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის, დემორალიზება ჩვენი საამაყო, გმირი პოლიციელების, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა მთავრობის სრულ დისკრედიტირებას და რეალურად არეულობასა და დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებდით, არც მომავალში დავუშვებთ ასეთ მცდელობას და ყველა ასეთ გამოწვევას გავცემთ საკადრის, მტკიცე პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.