მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებათა მაგიდიდან არასდროს არსად წასულა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებათა მაგიდიდან არასდროს არსად წასულა

„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებათა მაგიდიდან არასდროს არსად წასულა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე​მ განაცხადა.

მისი თქმით, ულტიმატუმის დაყენება ნიშნავს, რომ ოპოზიციის მიზანი არ არის შედეგის მიღწევა.

„ზოგადად, მოლაპარაკების მარტივი წესია, რომ როგორც კი ულტიმატუმის ენა შემოდის მოლაპარაკების მაგიდაზე, მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ აქვს. ულტიმატუმის დაყენება ნიშნავს, რომ მათი მიზანი არ არის შედეგის მიღწევა. ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები გავეცით და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, ბოლოს ისიც კი ვუთხარით, რიგგარეშე არჩევნებზე მოვდივართ თუ 1%-იან გადახრას მაინც ნახავთ-მეთქი. ესეც არ უნდათ. „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებათა მაგიდიდან არასდროს არსად წასულა. იქ ვართ ყველანი განწყობით და პასუხისმგებლობით. შესაბამისად, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა და კომპრომისად ნუ გაყიდიან აქციის გადადებას. მათ არ ჰქონდათ მათთვის სასურველი აქციის დაორგანიზების პერსპექტივა და შესაბამისად, ახლა ამ აქციის გადადებას კომპრომისად ჰყიდიან. ჩვენ კი მეორე მხრივ რიგგარეშე არჩევნებზე ვესაუბრებით თუ 1%-იანი გადახრა იქნებოდა. აგერ არის კომისია, თავად გამოიძიონ. ალბათ, ამ კომპრომისის ხარისხს საზოგადოება შეაფასებს. ერთ მხარესაა აქცია, რომელიც ვერ ტარდებოდა ის გადადეს და მოგვყიდეს და ჩვენ ვეუბნებით რიგგარეშე არჩევნები თუ 1%-იანი გადაცდომა იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.