მიხეილ ყაველაშვილი: როცა დესტრუქციას ეწევი, მოლაპარაკება ვერ შედგება

მიხეილ ყაველაშვილი: როცა დესტრუქციას ეწევი, მოლაპარაკება ვერ შედგება

როდესაც არ შემოდიხარ პარლამენტში და დესტრუქციას ეწევი, ამ შემთხვევაში მოლაპარაკება ვერ შედგება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის მოწოდებაზე განაცხადა.

„მზად ვართ და ყოველთვის მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რაზე ვლაპარაკობთ - ეს არის მთავარი! რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც შენ არჩეული ხარ და არ შემოდიხარ პარლამენტში და უგულებელყოფ ინსტიტუტს, რომელსაც საპარლამენტო ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია და დესტრუქციას ეწევი, ამ შემთხვევაში მოლაპარაკება ვერ შედგება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზადაა, 25 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადოს.