შალვა პაპუაშვილი ჟიგიმანტას პავილიონისზე: ლიეტუველი დეპუტატი პარლამენტში შეხვედრებისას სულ სხვანაირ ტონალობაში საუბრობდა

შალვა პაპუაშვილი ჟიგიმანტას პავილიონისზე: ლიეტუველი დეპუტატი პარლამენტში შეხვედრებისას სულ სხვანაირ ტონალობაში საუბრობდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ძალაუფლება სურს, თუმცა არა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით, არამედ პრინციპით - „თქვენ წადით, ჩვენ უნდა მოვიდეთ”.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებში მიიღონ მონაწილეობა, ოპოზიცია დესტრუქციას იჩენს.

„ჩვენი კონსტრუქციულობა მოწმდება ძალიან ადვილად. ჩვენ ვმუშაობ და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც მათ შორის, მოლაპარაკების საკითხი იყო. ისინი კი ნაცვლად იმისა, რომ ასეთ ცვლილებებში მიიღონ მონაწილეობა, მხოლოდ დესტრუქციას იჩენენ. დესტრუქციას იმ კუთხით, რომ მათ იგივე პირობა დააყენეს - თქვენ წადით, ჩვენ უნდა მოვიდეთ. მათ ძალაუფლება სურთ. ოღონდ ძალაუფლება არა ხალხის მანდატის გზით, არამედ ძალაუფლება დათმობით, პრინციპით - თქვენ წადით და ჩვენ უნდა მოვიდეთ. ასე, რა თქმა უნდა, დემოკრატია არ ფუნქციონირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებების შეფასებისას, პაპუაშვილის განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში შეხვედრებისას “სულ სხვანაირ ტონალობაში საუბრობდა”.

„ლიეტუველი კოლეგის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება იმ სტრატეგიულ-მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მისი ეს განცხადებები პირდი მოსაზრებები იყო”,- განაცხადა პაპუაშვილმა.