მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი მხარდაჭერა ექნება

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი მხარდაჭერა ექნება

წინასწარ უკვე ნათქვამია. ჩვენი მხარდაჭერა ბატონ ირაკლის ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ. მას აქვს საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება. წინასწარ უკვე ნათქვამია. ბატონ ირაკლის ჩვენი მხარდაჭერა ექნება. დანარჩენი მუშაობის პროცესში გამოჩნდება. ეს 100 დღე, რომელიც ითხოვა, „ქართულ ოცნების“ გუნდთან ერთად შემუშვდება ეს პროცესი, რომელშიც ჩვენ დარგების მიხედვით აუცილებლად ჩავერთვებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უყრის კენჭს. როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს.