ირაკლი ღარიბაშვილი: თუ გადახედავთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ღალატთან

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ გადახედავთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ღალატთან

თუ კარგად გადახედავთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასა და ღალატთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც ძალიან მალე დასრულდება, ამის გარანტიას იძლევა.

„თუ კარგად გადახედავთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასა და ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას ალტერნატივა არ აქვს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში რამე სახის დესტაბილიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსიც ძალიან მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი მე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.