ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლიც ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გასამართლდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლიც ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გასამართლდა

ნიკა მელია არის კრიმინალი. ის სასამართლომ შერაცხა კრიმინალად ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს ყველას ავიწყდება. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ალიბი იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. ყველას კარგად მოგვეხსენება, მელია „ნაცმოძრაობის“ როგორი თავმჯდომარეცაა, - ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მთავრობის ახალი კაბინეტის მოსმენაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ​

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რეალურად, მიხეილ სააკაშვილია.

„სხვა ლიდერი არ არსებობს. მელია, ვაშაძე და სხვები არიან დროებითი, ფორმალური სახეები. ბატონი მელია გასამართლდა ბანკ „ქართუს“ საქმეზე. ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხებისადმი. თუ არ ვცდები, მას პირობითი სასჯელი და ჯარიმა მიესაჯა, რომელიც მან გადაიხადა. ანუ, ისაა ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.