მამუკა მდინარაძე: ჩვენი ლიეტუველი კოლეგის კონკრეტული განცხადება - თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ, აბსოლუტურად მიუღებელია

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ლიეტუველი კოლეგის კონკრეტული განცხადება - თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ, აბსოლუტურად მიუღებელია

რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები. როგორც აღმოჩნდა, მის განცხადებებში იყო ასეთი ფრაზაც - თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ. მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია,- ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მდინარაძე აცხადებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს გონია, რომ ანექსიაზე უნდა ისაუბროს, ჩვენ ამისთვის არ ვართ განწყობილები და არასდროს განვეწყობით ამგვარად.

,,როგორც ცნობილი ხდება, ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის, ლიეტუვის კონკრეტული წარმომადგენელი, რომელიც, ბოლო დღეების განმავლობაში, ცდილობს, რომ ფასილიტატორის როლი შეასრულოს. ვფიქრობ, ეს გასაკვირია, რადგან ამ როლს შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე, საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს ელჩი და ევროკავშირის ელჩი, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები. როგორც აღმოჩნდა, მის განცხადებებში იყო ასეთი ფრაზაც: თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ. მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს გონია, რომ ანექსიაზე უნდა ისაუბროს, ჩვენ ამისთვის არ ვართ განწყობილები და არასდროს განვეწყობით ამგვარად“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.