მომღერალი მერაბ სეფაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. იგი აღნიშნავს, რომ მელიას მოსაზრებები მოსწონს და ეთანხმება.
„ჩემი აზრით ამ საქმეს გამართლება არ აქვს. შოკშია ყველა. მე ზოგადად არ ვარ პოლიტიკურად აქტიური ტიპი, მაგრამ რაშია იცით საქმე?
ხალხი გაჭირვებულია, საჭმელი - არა, წამალი - არა, ექიმი - არა ეს როდემდე გაგრძელდება? ამით კმაყოფილი უნდა იყო? ეს არაორდინალური სიტუაციაა, შიზოფრენიას ჰგავს.
რაც შეეხება ნიკა მელიას, ადამიანი არის აბსოლუტურად გახსნილი, ჭეშმარიტად გულანთებული, თავის ქვეყანა უყვარს. არის თავისი მოსაზრებებით, რომელიც მე პირადად მომწონს. რას იძახის არასწორს? მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის და ყველას მოსწონს. ალბათ ამიტომ ხდება, მართალია რა... რასაც ფიქრობს იძახის, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვუყურებ და ჩემი გამოცდილება და გუმანი ასე მეუბნება. არ არის ეს ის კაცი, რომელიც ტყუილს იძახის.
ძალიან ცუდი სიტუაციაა და თუ გადადგამენ ამ ნაბიჯს იოლი აღარ იქნება აქედან გამოსვლა“, - აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.