ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: როგორ იქნება კანონისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის წონასწორობა თქვენ მიერ დანახული და გადაწყვეტილი

ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: როგორ იქნება კანონისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის წონასწორობა თქვენ მიერ დანახული და გადაწყვეტილი

ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია ის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს არის აუცილებელი პირობა ყველა იმ მნიშვნელოვანი და ამბიციური მიზნის განსახორციელებლად, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება შემდგომი განვითარებისათვის, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მთავრობის ახალი კაბინეტის მოსმენაზე.

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენ წინააღმდეგობრივ მოცემულობაში ვართ. ერთი მხრივ, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანის, ნიკანორ მელიას მიმართ და მეორე მხრივ, არსებობს დიალოგისა და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისაკენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უკვე განგრძობითი ძალისხმევა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები იგივე კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცეს. გარკვეულწილად მდგომარეობა, რომელიც გვაქვს, თუნდაც ახალი ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ამანაც განაპირობა. მაინტერესებს თქვენი პოზიცია, როგორ გეგმავთ ამ წინააღმდეგობრივი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას და როგორი იქნება კანონისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის წონასწორობა თქვენ მიერ დანახული და გადაწყვეტილი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.