ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინფორმაციას ავრცელებს:
“იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება და ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. გადაიწია ერთი ან ორი კვირით. არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა“, - განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, თებერვალში ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინის 30 ათასამდე დოზა უნდა შემოსულიყო, რომლითაც 15 ათასამდე მედპერსონალი აიცრებოდა, ამის შემდეგ კი ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვიდოდა.