ნათია თურნავა ოპოზიციაზე: შემობრძანდნენ პარლამენტში და დაიცვან თავისი ამომრჩევლის ინტერესები

ნათია თურნავა ოპოზიციაზე: შემობრძანდნენ პარლამენტში და დაიცვან თავისი ამომრჩევლის ინტერესები

სახელისუფლებო გუნდმა კარი ღია დატოვა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ და უარი არ თქვან იმ დიდ მისიასა და დაკვეთაზე, რაც მათ მათმა ამომრჩეველმა მისცა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალა დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.

„სახელისუფლებო გუნდმა კარი ღია დატოვა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ და უარი არ თქვან იმ დიდ მისიასა და დაკვეთაზე, რაც მათ მათმა ამომრჩეველმა მისცა​. შემობრძანდნენ პარლამენტში, დაიწყონ საპარლამენტო ცხოვრება და დაიცვან თავისი ამომრჩევლის ინტერესები. ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც, ხედავთ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით ვუტოვებთ მათ გზას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.