ეპიდემიური ტენდენციები ცალსახად დადებითია. დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც დღეს გვაქვს ფართო მასშტაბური ტესტირების ფონზე მიუთითებს იმას, რომ იმ შეზღუდვებმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა შედეგი გამოიღო. შეზღუდვების შემსუბუქება დავიწყეთ 1-ლი თებერვლიდან. გარკვეული პერიოდი გვჭირდება, რომ ვნახოთ, რამდენად გამოიწვევს შემთხვევების მატებას ეს შემსუბუქება. 2 კვირა არის ის სტანდარტული პერიოდი, არც ვირუსის მიმდინარეობის პროცესში დაკვირვებისთვის არის საჭირო, ვიდრე შემდგომ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამატებითი შემსუბუქების თაობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„არ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი რეგულაციის დაწესების საჭიროება დადგება. მაგალითად აჭარაში იმდენად კარგი და სტაბილური კლებაა, სხვაგანაც სტაბილურად მოდის ქვემოთ დადებოთიბის მაჩვენებელი, თუმცა ეს ეტაპობრიობა შემსუბუქებებს შორის მნიშვნელოვანია და ეს ეტაპობრიობა მინიმუმ ერთი კვირა მაინც არის. პირველი თებერვლიდან დაწყებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგებს უდნა დაველოდოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ შევინარჩუნებთ დადებითობის მაჩვენებელს კლების ამგვარ ტენდენციას, იქნება 4% და დაბალი, რა თქმა უდნა შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უკვე არის დრო დამატებითი შეზღუდვები მოიხსნას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.