არა მხოლოდ ელჩები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპარლამენტის დეპუტატები თუ სხვადასხვა დიდი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ყველა მოუწოდებს ოპოზიციას, რომ პარლამენტი არის საუკეთესო ადგილი, საიდანაც შეუძლიათ თავისი ამომრჩევლის ხმა ყველას გააგონონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას თუ რამე კონკრეტული ფაქტები თუ არგუმენტები გააჩნია საპარლამენტო ცხოვრებაში წარმოადგინონ.
„არა მხოლოდ ელჩები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპარლამენტის დეპუტატები თუ სხვადასხვა დიდი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ყველა მოუწოდებს ოპოზიციას, რომ პარლამენტი არის საუკეთესო ადგილი, საიდანაც შეუძლიათ გააგებინონ თავისი ამომრჩევლის ხმა ყველას. ოპოზიციამ, კონკრეტული ფაქტები თუ არგუმენტები, რაც მათ გააჩნიათ საპარლამენტო ცხოვრებაში წარმოადგინონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებ