ჩვენ არ დაგვიხურავს კარები შეთანხმებისთვის, მაგრამ შეთანხმებას და კონსენსუსს სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება ორივე მხრიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.
„ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესში, პირველ რიგში, შედის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აღდგენა და მოქალაქეებისთვის დაბრუნება შანსის, რომ დემოკრატიულია არჩევნების გზით ქვეყანაში მიიღონ გადაწყვეტილებები. სწორედ ამას უკავშირდება დღეს ოპოზიციის პოზიცია, რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტს და ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. არ დაგვიხურავს კარები შეთანხმებისთვის, მაგრამ შეთანხმებას და კონსენსუსს სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება ორივე მხრიდან“, - განაცხადა სამადასვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებას.