„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგამომცხვარ ნარატივს, თითქოს „ქართულმა ოცნებამ” ფაქტიურად აღიარა არჩევნების გაყალბება, როდესაც არ გააუქმა ოპოზიციის მანდატები, მორიგი ბოლი გაუვიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგამომცხვარ ნარატივს, თითქოს „ქართულმა ოცნებამ” ფაქტიურად აღიარა არჩევნების გაყალბება, როდესაც არ გააუქმა ოპოზიციის მანდატები, მორიგი ბოლი გაუვიდა

„სწორედ ეროვნულ ინტერესებზე და სტრატეგიულ კონსენსუსზე დგას თანამედროვე დასავლური დემოკრატია და რაც უფრო ადრე გავითავისებთ ამ ანბანურ ჭეშმარიტებას და უარს ვიტყვით ქუჩის როგორც პოლიტიკური პროცესის ალტერნატივაზე ამით ქვეყანა მხოლოდ მოგებული დარჩება“ - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ექსპერტი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის ახალგამომცხვარ ნარატივს, თითქოს ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია და ფაქტიურად აღიარა არჩევნების გაყალბება, როდესაც არ გააუქმა ოპოზიციის დეპუტაციის მანდატები, რასაც ნიკა მელია მოზეიმე სახით ტელესივრციდან გვამცნობდა, მორიგი ბოლი გაუვიდა და ასევე მორიგ იაფფასიან ტრიუკად უნდა შეფასდეს.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ, სადაც არჩევნები კონკურენტულად შეფასდა, და არა მხოლოდ, ნეგატურად არის მოხსენებული ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება, არამედ მიღებულ მანდატებზე უარი და პოლიტიკის ქუჩაში გადატანის მცდელობა "დემოკრატიის ძირის გამოთხრადაც" კი არის შეფასებული.

„საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დიპლომატიურ განცხადებებს - ყველა მხარემ, თავი შეიკავოს ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, და დღევანდელსაც, რომ მართალია ოპოზიცია კვლავ აგრძელებს ბოიკოტს, ის მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილის მანდატების არგაუქმებზე, დღესვე უნისონში მოყვა მოლაპარაკებების კიდევ ერთი წამყვანი ფასილიტატორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის განცხადება.
კელი დეგნანი ასევე მიესალმა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან მართველმა პარტიამ დატოვა სივრცე მოლაპარაკებებისთვის.
ამოსავალ წერტილად კი არა ვიწრო პარტიული მერკანტილიზმი, არამედ ქვეყნის ინტერესების მსახურება დაასახელა, რითაც მისივე შეფასებით - პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს პარლამენტში მუშაობის დაწყებას, რათა უკეთესად გადაიჭრას ის პრობლემები, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, იქნება ეს კოვიდ პანდემიური პერიოდის ეკონომიკური შედეგები, მაღალი ფასები თუ უმუშევრობა.
სწორედ ეროვნულ ინტერესებზე და სტრატეგიულ კონსენსუსზე დგას თანამედროვე დასავლური დემოკრატია და რაც უფრო ადრე გავითავისებთ ამ ანბანურ ჭეშმარიტებას და უარს ვიტყვით ქუჩის როგორც პოლიტიკური პროცესის ალტერნატივაზე ამით ქვეყანა მხოლოდ მოგებული დარჩება. იმედია ოპოზიციის ნაწილი ამას უკვე თავადაც კარგად ხვდება, მათი ბოლო განცხადებების პათოსიც ამაზე მიუთითებს” - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.