ლევან ბეჟაშვილი: არავის არ აქვს წარმოდგენა რამდენი ბიულეტენი გასწორდა და როგორ შეიცვალა, ამიტომ აზრი არ აქვს საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას

ლევან ბეჟაშვილი: არავის არ აქვს წარმოდგენა რამდენი ბიულეტენი გასწორდა და როგორ შეიცვალა, ამიტომ აზრი არ აქვს საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას

რამდენი ბიულეტენი გასწორდა და როგორ შეიცვალა, არავის არ აქვს წარმოდგენა. ბუნებრივია, აზრი ეკარგება ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

„1 200-ზე მეტი ოქმი ჩაასწორეს და კიდევ საარჩევნო უბნების დოკუმენტაციის გახსნაზე, რამდენი ბიულეტენი გასწორდა და როგორ შეიცვალა, არავის არ აქვს წარმოდგენა. ბუნებრივია, აზრი ეკარგება ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას. მით უფრო თუ პოლიტიკური ნება არსებობდა, მართლა გადათვლილიყო შესაბამისი უბნები, ჩვენ გვქონდა 700-ზე მეტი საჩივარი საოლქო კომისიებში, სადაც ვითხოვდით გადათვლას ცხელ კვალზე და სასამართლო გადაწყვეტილებები, სადაც ასევე ვითხოვდით გადათვლას და ცალკეული უბნების გაბათილებას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.