მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აცხადებდნენ, ოთხივე პუნქტზე რომ მოხდეს შეთანხმება, პარლამენტში მაინც არ შევალთო. ეს ამბავი ხომ ახლა გასკდა, მე ხომ არ გამომიტანია. როგორ ფიქრობთ, ახლა ეს ნამუსიანი საქციელია? - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სირცხვილია, როცა აშშ-ის ელჩი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქვეყნის ინტერესები პოლიტიკურზე მაღლა დააყენეთო. ჩვენ ყველაზე თანამიმდევრულები ვიყავით, ბოიკოტშიც, ქუჩის აქციებშიც და თავი არ დაგვიზოგავს. ჩვენ რომ წყლის ჭავლს გვასხამდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები დურბინდებით გვიყურებდნენ მშრალები და საღსალამათები. რაც არ უნდა გვაგინონ, ჩვენ შედეგი წამოვიღეთ, ისე წამოიღონ სხვებმა“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებას.