ეს შეთავაზება დიდი ხნის წინ გაკეთდა და ნებისმიერი შეხსენება ეს არის პრაქტიკულად პასუხი იმაზე, რომ კვლავ გვესმის დაუსაბუთებელი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არ არის საფუძვლიანი და სწორი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა.
„ყველაზე წინგადადგმული ნაბიჯი იმაზე, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, იყო ის შეთავაზება რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ ირაკლი კობახიძემ გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებაში, თუმცა ადამიანები, რომლებიც არ არიან განწყობილი სიმართლის დასადგენად, ლოგიკურია, რომ ამ შეთავაზება არ გამოეხმაურნენ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შეხსენება ყველაზე მეტად მაჩვენებელი იქნება, თუ რამდენად მოტივირებულია ოპოზიცია ან ოპოზიციაში რა ძალები არიან, რომ რეალურად ჭეშმარიტებაზე ააგონ თავისი გადაწყვეტილებები და განახორციელონ ან არ განახორციელონ თავისი მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.