ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, მთელი მსოფლიო ოპოზიციას ეუბნება შედით პარლამენტში, რადგანაც სწორედ ეს არის ადგილი სადაც პოლიტიკური დებატები წარიმართოს, თქვენ ამბობთ არას და უფრო მეტიც აბულინგებთ იმათ ვისაც ამის სურვილი აქვს, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ნათელი დადასტურებაა, თუ ვინ როგორ უყურებს სახელმწიფოს ინტერესებს, ვის და რა მიზნით აძლევს ხელს პარლამენტის ე.წ. ბოიკოტი და ვის არა.
„პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაცია რომ გახდა, უდავო ფაქტია. ის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ თუ პოლიტიკურმა სუბიექტმა სწორედ პარლამენტში უნდა გააგრძელოს მუშაობა, ესეც არ იწვევს ეჭვს ნორმალურ და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებში. სხვათაშორის ამის თაობაზე კიდევ ერთი (უკვე მერამდენე !) განცხადება გააკეთეს ჩვენმა სტრატეგიულმ პარტნიორმა შეერთებულმა შტატებმა, მისი უშუალო წარმომადგენელის და ელჩის ქალბატონი კელი დეგნანის სახით.
მაშ ასე, ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, მთელი მსოფლიო ოპოზიციას ეუბნება შედით პარლამენტში, რადგანაც სწორედ ეს არის ადგილი სადაც პოლიტიკური დებატები წარიმართოს, თქვენ ამბობთ არას და უფრო მეტიც აბულინგებთ იმათ ვისაც ამის სურვილი აქვთ.
ეს ყველაფერი ნათელი დადასტურებაა, თუ ვინ როგორ უყურებს სახელმწიფოს ინტერესებს, ვის და რა მიზნით აძლევს ხელს პარლამენტის ე.წ. ბოიკოტი და ვის არა...“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.