მარინა კალიურანდი: იმედი მაქვს, იმის ნაცვლად, რომ ყველა ხიდი გადაწვან, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში ერთად მუშაობით უთანხმოებების დაძლევას შეძლებენ

მარინა კალიურანდი: იმედი მაქვს, იმის ნაცვლად, რომ ყველა ხიდი გადაწვან, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში ერთად მუშაობით უთანხმოებების დაძლევას შეძლებენ

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში მუშაობით უთანხმოების დაძლევას შეძლებენ. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა Twitter-ზე გაავრცელა.

„საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და იმედი მაქვს, იმის ნაცვლად, რომ ყველა ხიდი გადაწვან, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალფეროვან, მრავალპარტიულ პარლამენტში ერთად მუშაობით უთანხმოებების დაძლევას შეძლებენ“, - წერს კალიურანდი.

 

Aburjga Tasmanieli ქალბატონო მარინა, რას ემყარება თქვენი ეს იმედი?! გვითხარით, ნუ დაგვიმალავთ, ხომ იცით, რომ იმედით ცოცხლობს ადამიანი!
4 წლის უკან