კელი დეგნანის თქმით, ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
„ეს პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.
ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს, დაგველაპარაკოს. ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.