ნიკა მელია პარლამენტს შტურმით არ იღებდა, ის მოუწოდებდა ადამიანებს შეჭრისკენ. თუ 7 ნოემბერს და 26 მაისს მშვიდობიანი აქციები იყო, ეს არის ორმაგი სტანდარტები - ბურჯანაძე ამბობდა, რომ ხელისუფლებას აღლუმს არ ჩაატარებინებდა. 7 ნოემბრისგან განსხვავებით 20 ივნისს სადმე თუ იყო საუბარი ხელისუფლების დამთავრების შესახებ? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
„ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ წევრია 2014 წლიდან, როდესაც ეს პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. ყველანი ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო შენობებზე შეტევა დანაშაულია. ნიკა მელია პარლამენტს შტურმით არ იღებდა, ის მოუწოდებდა ადამიანებს შეჭრისკენ. თუ 7 ნოემბერს და 26 მაისს მშვიდობიანი აქციები იყო, ეს არის ორმაგი სტანდარტები - ბურჯანაძე ამბობდა, რომ ხელისუფლებას აღლუმს არ ჩაატარებინებდა. 7 ნოემბრისგან განსხვავებით 20 ივნისს სადმე თუ იყო საუბარი ხელისუფლების დამთავრების შესახებ? 7 ნოემბერს მოსახლეობას მოუწოდეს დაშლისკენ და უთხრეს, რომ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. როდესაც მოსახლეობა არ დაიშალა, მერე გამოიყენეს წყლის ჭავლი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვამართლებ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრას და ჩემთვის ასევე მიუღებელია „იმედში“ შემოჭრა“, - განაცხადა ჩიტაძემ.