არის თემები, რომლებიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არ უდნა გამოიყენო. ერთ-ერთი ასეთი არის დავით გარეჯი, ოკუპაცია, ბორდერიზაცია, ტერორიზმი, იგივე პანდემია და ა.შ. , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა.
„დღეს რომ შეეჩერებინა „ქართულ ოცნებას“ მანდატები, რა განცხადებები გაკეთდებოდა?! გააკეთებდნენ განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. არის თემები, რომლებიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენო. ერთ-ერთი ასეთი არის დავით გარეჯი, ოკუპაცია, ბორდერიზაცია, ტერორიზმი და ა.შ. იგივე პანდემია, NDI-ს კვლევამ დაადასტურა ხალხის განწყობა მთავრობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო, ვხედავთ ხალხის თმენას ამ შეზღუდვებში. იმისათვის, რომ საარჩევნოდ რაღაც მუხტი შექმნა, მოსახლეობაში შესაბამისი განწყობები უნდა არსებობდეს. ყველა საყრდენი გამოეცალათ. განწყობები საზოგადოებაში არის განსხვავებული. ათეული წლები ვერ ისწავლეს ოპოზიციონერობა. ხალხი დაიმშევა და ქვებს ისვრიან, რაც გააჟღერეს პირდაპირი ტექსტით, უბრალოდ ამორალურია ამაზე საუბარი, როდესაც ამხელა ოპოზიციური პარტიები, ამხელა მასა, მთელ სტრატეგიას აგებს იმაზე, რომ ხალხი, როდის გაუბედურდება“, - განაცხადა სალუქვაძემ.