ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer Inc-მა განაცხადა, რომ 2021 წელს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვიდან 15 მილიარდი დოლარის შემოსავალს პროგნოზირებს.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გაყიდვების საერთო მოცულობა 59.4-61,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველი ვაქცინა იყო, რომელმაც ამერიკასა და ევროპაში ავტორიზაცია მიიღო.
2020 წლის მე-4 კვარტალში კომპანიამ ვაქცინების გაყიდვებიდან 154 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.