მამუკა მდინარაძე: როდესაც დეპუტატს თავზე ნაგავი ჩამოამხეს, თურმე გამოხატვის თავისუფლება ყოფილა და ივერი მელაშვილზე გუშინდელი ინციდენტი - უმძიმესი თავდასხმა

მამუკა მდინარაძე: როდესაც დეპუტატს თავზე ნაგავი ჩამოამხეს, თურმე გამოხატვის თავისუფლება ყოფილა და ივერი მელაშვილზე გუშინდელი ინციდენტი - უმძიმესი თავდასხმა

მამუკა მდინარაძემ ივერი მელაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება შეაფასა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დაპირისპირება ბათუმში მომხდარ ფაქტს შეადარა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრმა ირაკლი ფანგანმა, აქციაზე დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. მდინარაძე მედიის მხრიდან მსგავსი ინციდენტების გაშუქებისას ორმაგი სტანდარტის შესახებ საუბობს.

„გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტმა იმგვარად დამისვა შეკითხვა, მეგონა ეს იყო უმძიმესი თავდასხმა, ლამის ვიფიქრე შეიარაღებული თავდასხმა ხომ არ იყო მეთქი. ასეთი მოცემულობის წარდგენა პოლიტიკოსთან, კითხვის არასწორი ფორმით, ორმაგ სტანდარტს ნიშნავს. ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოზიცია „ნაცმოძრაობის“პოზიციას არ დაემთხვა, ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და გუშინდელი ინციდენტი თურმე იყო უმძიმესი თავდასხმა“, - აღნიშნა მდინარაძემ. მისივე თქმით, ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია.

ივერი მელაშვილს მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ბაქარ ადამიამ მელაშვილს „ქვეყნის მოღალატე“ და „გამყიდველი“ უწოდა.

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

Ninja აი, ეგეთი ორმაგი სტანდარტები აქვთ. მაგრამ ამას უკვე ყველა ხედავს. კოვზი ნაცარში უვარდებათ და ძალიან საცოდავად გამოიყურებიან. ახლა ვრწმუნდები,კარგია, რომ მელაშვილი გირაოთი გამოუშვეს.
4 წლის უკან