შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არადემოკარტიულად იქცევა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არადემოკარტიულად იქცევა

გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება იმ კონტექსტით, თუ რა იქნება საუკეთესო პროცედურული პასუხი ჩვენგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა დარჩნენ, და მეორე მხრივ, რა არის საუკეთესო პასუხი, რომ პარლამენტმა როგორც დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მუშაობა განაგრძოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ პროცედურა შეძლებისდაგვარად გავწელეთ. შეგვეძლო ეს გადაწყვეტილება დეკემბერშიც მიგვეღო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა მოლაპარაკებისთვის შანსი მიგვეცა, ეს პროცედურები გადაიდო. პირად პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის გააზრებას. დღესაც მოვისმინეთ მოწოდებები მათ შორის ელჩების მხრიდან, ოპოზიიცის მიმართ, რომ ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის ფუნქციონირებას, არ მოიქცნენ უმწიფრად, როგორც ეს მათთან დაკავშირებით ითქვა, უნდა შევიდნენ პარლამენტში. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტს, რომ და საჭიროა, მოიქცნენ დემოკრატიულად“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ხვალ პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. 2 თებერვალს საკანონმდებლო ორგანო 51 დეპუტატის მანდატების საკითხს განიხილავს.