სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს

სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს

სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილის ფეისბუქპოსტს პასუხობს.

„იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჰოლივუდის მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ქალი ლიდერების ფოტოები გამოაქვეყნა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო. ანიტა რაჭველიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე „ქალბატონი“ არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში ვიზეც ანისტონმა დაპოსტა!“

amo გუბაზი, გოცირიძე, ანიტა (მგონი ესეც რაჭველია) - რამ გაგაბოროტათ რაჭველები. არცერთი თქვენგანი საქმე არაა პოლიტიკა და შეეშვით.
4 წლის უკან
არაგველი641 რამდენი მოღალატეები ყავს ქვეყანას! ჯერ იყო ნაბიჭვარი მელაშვილი, ახლა კიდევ ნაბიჭვარი რაჭველიშვილი!
4 წლის უკან
Ninja ჯერ ერთი, ეს ქალი საქართველოს მოსახლეობას გვაყენებს შეურაცხჰყოფას, ვინც სალომე პრეზიდენტად აირჩია და მთელ საქართველოს თავს ჭრის საერთაშორისო დონეზე, თანაც დაუსაბუთებლად. ეს მისი თვალსაწიერის სიმცირეზე მიუთითებს. მარტო მომღერლობა არ გარგია, თუ მას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ ახლავს თან
4 წლის უკან