საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართველი საესტრადო მომღერლის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სახელით უსამძიმრებს წიკლაურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს.
„ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა.
თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს.
მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა.