მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას მოუწოდებს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რადგან მათ პროტესტისთვის ნაკლები არგუმენტი რჩებათ

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას მოუწოდებს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რადგან მათ პროტესტისთვის ნაკლები არგუმენტი რჩებათ

იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას არავითარი ნიადაგი არ აქვს იმის გაცხადების, რომ არჩევნები გაყალბდა საუბარი იმაზე, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და აქედან გამომდინარე, თუ ეს არ მოხდება, ვიღაცა პარლამენტში არ შემოდის, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას მოუწოდებს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რადგან მათ პროტესტისთვის ნაკლები არგუმენტი რჩებათ.

„მიუხედავად გაცხადებული მკაცრი პოზიციისა, რომელიც თითქოს იმთავითვე იყო ურყევი, როგორც კი ამ გადაწყვეტილების მიღების დრო მოახლოვდა, არაერთი ოპოზიციონერის მხრიდან ვიხილეთ გამოსვლა. ბევრი წინასწარ აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმ გადაწყვეტილებისთვის, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილების შეწყვეტაში. ეს მნიშვნელოვანია იგივე პოლიტიკური თვალსაზრისით მოსალოდენელი რისკებისა, მოსალოდნელი შეფასებების გათვალისწინებით, ამას ყველაფერს მხედველობაში მიღება სჭირდება. ხვალ, კენჭისყრამდე, თვალყურს მივადევნებთ მიმდინარე პროცესებს და იმის მიხედვით, როგორც იქნება ჩამოყალიბებული რეალობა, გადაწყვეტილებას მივირებთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.