გიორგი გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს

გიორგი გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზირებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ ჩვენ ერთი მხრივ ვფრთხილობთ, მაგრამ, როგორც ხედავთ, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჯანმოს ხელმძღვანელს, რომელთანაც ბოლო დროის განმავლობაში ვაქცინის საკითხზე მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა.

„ყველანი ვხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელიც მათ თავიდან ეგონათ, რომ განახორციელებდნენ, ვერ ახორციელებენ. ეს არის დღეს ობიექტური რეალობა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ვაქცინის პირველი დოზები ექიმების ასაცრელად გამოიყენება, როგორც ამას ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს.