გიორგი გახარიას თქმით, შსს-ში სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია სწორი პრაქტიკაა

გიორგი გახარიას თქმით, შსს-ში სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია სწორი პრაქტიკაა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არის უაღრესად სწორი პრაქტიკა სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაციის. ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს დროს იყვნენ დანიშნულები, 2 წელიწადზეა მეტია ამ თანამდებობაზე მსახურობდნენ. ახლა ხდება როტაცია, ეს არის ნორმალური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

მისი თქმით, მაშინ ის ნიშნავდა ხელმძღვანელებს, ახლა კი მათ ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური ნიშნავს.

„ეს ნორმალური პროცესია. ასე ხდება ყველგან და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც“, - აღნიშნა პრემიერმა.