ზურაბ ჯაფარიძე: ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვინემ დამტოვოს რაღაც სამსახურში, გინდა პარლამენტი იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა სამსახური

ზურაბ ჯაფარიძე: ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვინემ დამტოვოს რაღაც სამსახურში, გინდა პარლამენტი იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა სამსახური

ზოგადად ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვინემ დამტოვოს სადღაც რაღაც სამსახურში, გინდა პარლამენტი იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა სამსახური, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საწყენია, რომ პარტია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას აყენებს ყველაზე მაღლა და ამ პრინციპებზე დგას, ის მიმართავს მდინარაძეს და თალაკვაძეს, რომ ამ ხალხის მიერ დადასტურებული ნება არ დაუკმაყოფილოს და მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვე პარლამენტშიო.

„ზოგადად, ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვინემ დამტოვოს სადღაც რაღაც სამსახურში, გინდა პარლამენტი იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა სამსახური, არ მინდოდეს და მაიძულებდნენ იყავიო. უბრალოდ საწყენია, რომ პარტია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას აყენებს ყველაზე მაღლა და ამ პრინციპებზე დგას, ის მიმართავს მდინარაძეს და თალაკვაძეს, რომ ამ ხალხის მიერ დადასტურებული ნება არ დაუკმაყოფილოს და მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვე პარლამენტშიო, საწყენია მეტი არაფერი", - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩი“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. როგორც „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს და კრიზისი, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს.

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.

Ninja არ ინერვიულო ჯაფარ, არავინ დაგტოვებს პარლამენტში. უბრალოდ, შეიძლება, მოფიქრებისთვის კიდევ მოგცენ ვადა ისევ თქვენივე განაყოფი გირჩელების თხოვნით. ?
4 წლის უკან