ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, მარტის დასაწყისამდე Pfizer-ის ვაქცინას ავითვისებთ - შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, მარტის დასაწყისამდე Pfizer-ის ვაქცინას ავითვისებთ - შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია

ვფიქრობთ, რომ თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, Pfizer-ის ვაქცინა. შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვიან გაზაფხულზე, COVAX-პლატფორმაზე იქნება დაახლოებით, ხუთი ვაქცინა. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი და ისეთი ხელშეკრულება გვაქვს, რომ შეგვიძლია, ავარჩიოთ ვაქცინა. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, Pfizer-ის ვაქცინა. შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია. ამ ეტაპზე, რუსულ ვაქცინას არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და არც სხვა მარეგულირებლების ავტორიზაცია, მხოლოდ- რუსეთია. ის COVAX-პლატფორმაზე განთავსებული არაა“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.