ლევან თარხნიშვილი:  მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია და ეს არ არის რაღაც ახირება

ლევან თარხნიშვილი:  მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია და ეს არ არის რაღაც ახირება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შეცვლილა, რაც ახალი არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას უკავშირდება.

როგორც თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი ღრმა კრიზისიდან გამოსვლა, მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით შეიძლება.

„ჩვენი პოზიცია „ევროპულმა საქართველომ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი ხნის წინ დავაფიქსირეთ, როდესაც ჩვენმა დეპუტატებმა განცხადება დაწერეს და არავის ეს განცხადებები უკან არ გამოუწვევია. რაც შეეხება ამ პოზიციის გამაგრებას, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა პოლიტიკური პარტიების განცხადება, მათ შორის „ევროპული საქართველოს“, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები და ეს არ არის რაღაც ახირება. მივიჩნევთ, რომ იმ ღრმა კრიზისიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, გამოსვლა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისობრივად ახალ გარემოში, თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და პლუს, აქედან განდგომილად ვითხოვთ ყველა პოლიპტიმრის, მათ შორის გიორგი რურუას გამოშვებას და მათი საქმეების შეწყვეტას. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“,-განაცხადა თარხნიშვილმა.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, აღასრულონ კანონი, განიხილონ ოპოზიციის განცხადებები და შეწყვიტონ „მასკარადი“, რომელიც თარხნიშვილის თქმით, ამდენი ხანია გრძელდება.

„ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ. დროა, მათ აღასრულონ კანონი, რომელსაც ამ ხნის განმავლოაბში არღვევენ, როდესაც არ განიხილავენ ამ განცხადებას და პირიქით, 4 განცხადება, რომელიც შემდეგ შევიდა, იმის გამო, რომ უბრალოდ ასე აწყობდათ და უნდა შეეთრიათ ე.წ. ოპოზიცია „ევროპული სოციალისტების“ სახით, ბევრად ადრე განიხილეს. მოვუწოდებ მათ, რომ აღასრულონ კანონი, განიხილონ განცხადებები და შეწყვიტონ ის მასკარადი, რომელიც ამდენი ხანია გრძელდება“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებაში „ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და „გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა“.

amo არავითარი კრიზისი არაა. კრიზისი თქვენ ვირტუალურ სამყაროშია, იყავით მანდ არ გამოხვიდეთ.
4 წლის უკან
Katana . პროფესიონალი გამყალბებელი, რომელიც აღშფოთებულმა ხალხმა პანღურით (!) გააძევა სამახურიდან, სხვისკენ იშვერს ხელს:)
ხომ გითხრეს: ხელახლა გადავთვალოთ და 1% მაინც თუ აღმოჩნდება ცდომილება "ოცნების" სასარგებლოდ, არჩევნებს ხელახლა ჩავატარებთ გაზაფხულზეო! - მეტი რა ქნან?!
მაგრამ არა, როგორც მარგველაშვილმა თქვა, გაყალბდა თუ არ გაყალბდა, მაინც ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნებიო...
რატომ?
როდემდე?
სანამ ნაცების კლასტერი არ მოიგებს უმრავლესობით?
და, რომ ვერ მოიგოს, მაშინ რა ვქნათ?
4 წლის უკან
sapiqrali ვთქვათ ჩავატარეთ ხელახალი არჩევნები და იგივე შედეგი მივიღეთ. მერე რა ვქნათ?
4 წლის უკან
sapiqrali და კიდევ - ბატონო ლევან, თქვენ რომ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობთ, ცოტა ამორალური რომ არის, არ გეჩვენებათ? თუ თქვენ არ გახსოვთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ კარგად გვახსოვს.
4 წლის უკან
ზაზა მე ეშმაკი ზუსთად ესეთი წარმომედგინა, პროსტა პატარა რწები აკლია და სუფთა დიავოლია.
4 წლის უკან
amo ჰაბიტუსს შეხედეთ, ნაღდად არაა .....შვილი. ამას საქართველოზე ხმა არ ამოეღება.
4 წლის უკან