„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეასრულოს“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, რაც არ უნდა სტაბილური ეპიდსიტუაცია გვქონდეს, რისკები მაინც არსებობს და აუცილებელია პირბადის ტარება, ფიზიკური დისტანცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
„თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება, ეპიდსიტუაცია გაუარესდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 479 ადამიანს დაუდასტურდა, 491 კი გამოჯანმრთელდა, 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით