თამარ გაბუნია: თებერვლის შუა რიცხვებში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ

თამარ გაბუნია: თებერვლის შუა რიცხვებში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ

მივიღეთ საბოლოო დასტური, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეროვნული გეგმის მიხედვით პირველი რისკ-ჯგუფია განსაზღვრულია პრიორიტეტად. ესენი არიან ჯანდაცვის მუშაკები და პირველი დოზები იქნება მიმართული მათკენ. მალევეა განსაზღვრული „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის მიღებაც. კერძოდ პირველ და მეორე კვარტალში ამ ვაქცინის 300 ათასი დოზა უნდა მივიღოთ, იმისთვის რომ მოვიცვათ პრიორიტეტული ჯგუფები“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ევროკავშირის მიერ უკვე დამტკიცებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.