რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა დემოკრატიაზე და არჩევნების შედეგებზე ორი არგუმენტით თავდასხმას, ერთი იყო არჩევნების გაყალბება და მეორე, რომ „ქართული ოცნება“ მარტო დარჩებოდა პარლამენტში - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
„ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამ სამმა თვემ გვაჩვენა, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, გაყალბებული იყო ის არგუმენტები, რასაც ოპოზიცია უპირისპირებდა არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს. ბოლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნამ აჩვენა, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური. ამიტომ არჩევნების გაყალბების საკითხი ოპოზიციის არსენალში აღარ არსებობს. ხელისუფლებამ და კომისიამ დაიცვა შედეგები და ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას სად იყო შეცდომები და დეზინდორმაცია ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ. .
მისი თქმით ასევე გაქარწყლდა ოპოზიციის მეორე არგუმენტი რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში იქნებოდა მარტო. „მე ადრეც ვთქვი, რომ შეუძლებელია ეს ასე დარჩეს და სტატუსკვო აუცილებლად შეიცვლება. ეს ასეც მოხდა და დღეს პარლამენტში არის ორი ოპოზიციური პარტია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.