ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესის ტექნიკური მაჩვენებლები და ფუნქცია სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული ქსელის გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესის ტექნიკური მაჩვენებლები და ფუნქცია სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული ქსელის გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი ნამახვანიჰესის მშენებლობის განახლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნამახვანიჰესი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იქნება.

როგორც გვიდიანი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, ნამახვანიჰესის ტექნიკური მაჩვენებლები და ტექნიკური ფუნქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული ქსელის გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის.

„ნამახვანჰესი იქნება ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი  საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში იმდენად, რამდენდაც ნამახვანჰესის ტექნიკური მაჩვენებლები და ფუნქცია სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული ქსელის გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის. ამ ჰიდროსადგურს აქვს წყლის შეგროვების საშუალება, შესაბამისად ეს ჰესი იქნება რეზერვის ფუნქციის შემსრულებელი ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ენერგეტიკული სისტემა მდგრადი იყოს“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი. 

ნამახვანიჰესის ასაშენებლად საქართველოში 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია „ენკა“ ჯამში საქართველოს 2000-მდე მოქალაქეს დაასაქმებს.