გია ბარამიძე: დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, ამისთვის იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა

გია ბარამიძე: დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, ამისთვის იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა

გარეჯი საქართველოა მთლიანად, იმის მიუხედავად, რაღაც რუკებზე ერთი ნაწილი იქით იქნება, თუ აქეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ისე უნდა ააწყოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა, რომ მარტო რუკები არ იყოს რაღაცის განმსაზღვრელი.

„ივერი მელაშვილის ცალკეული განცხადება კი არ უნდა ამოგლიჯონ „ქოცებმა“ და ატრიალონ ტელევიზიებით, არამედ ის, რას აკეთებდა ამ წლების განმავლობაში ეს კაცი და რისთვის იბრძვის. გარეჯი საქართველოა მთლიანად, მიუხედავად იმისა, რაღაცა რუკებზე ერთი ნაწილი იქით იქნება თუ აქეთ. რუკები ერთი ამბავია და ჩვენ რისთვის ვიბრძვით – მეორე. გარეჯი არის საქართველოსი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, რომ თუნდაც რაღაც რუკაზე ეს სხვანაირად იყოს დატანილი, თუნდაც იმაზე, რაზეც ურთიერთშეთანხმება ადრეც მოხდა, საბჭოთა კავშირის თუ შევარდნაძის დროს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზერბაიჯანს აქვს პრეტენზია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზერბაიჯანი რაღაცა რუკებით ხელმძღვანელობს, რომლითაც ამბობენ, რომ მათ ტერიტორიაზეა. ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ისე უნდა ავაწყოთ ურთიერთობა, რომ მარტო რუკები არ იყოს რაღაცის განმსაზღვრელი. გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, თუ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება და თუ ამგვარი პროცესებით ზიანს არ მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ მზად არის საქართველოს პოზიციები შეასუსტოს ნებისმიერ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხში, ოღონდ „მიხეილ სააკაშვილს რამე დააბრალონ“.

„კი, მეგობარი სახელმწიფოა აზერბაიჯანი, მაგრამ მოვა და გეტყვის, რომ შენ მოგიცია ჩემთვის რაღაც ტერიტორია. საქართველოს მოლაპარაკებების პოზიციებს ასუსტებს ეს ხელისუფლება, ოღონდ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც დააბრალონ. ოღონდ ეს გააკეთონ და მზად არიან, საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ოღონდ სააკაშვილზე თქვან ცუდი და ომის დაწყებაში საქართველო იყოს დამნაშავე. ოღონდ სააკაშვილზე თქვან ცუდი და კი ბატონო, ჯანდაბას, გარეჯზე თუ საზღვრის სხვა მონაკვეთებთან დაკავშირებით გვქონდეს სუსტი პოზიციები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში. არ აინტერესებთ, ესენი არიან პუტინის გეგმის შემსრულებელი ხალხი“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ბარამიძემ კომენტარი გააკეთა ასევე ივერი მელაშვილის განცხადებაზე, რომელიც დავით გარეჯის სადაო ტერიტორიას შეეხებოდა.

„გარეჯი იყო, არის და უნდა იყოს საქართველო, ამისთვის იბრძოდნენ და იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ეს არის ფაქტი და ეს ჩვენ ვიცით. ადამიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანი სხვა კუთხით უყურებს, სხვანაირად უყურებს ამა თუ იმ რუკის მიხედვით და შეიძლება მათთვის უფრო მომგებიანი სიტუაცია შეიქმნეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და აზერბაიჯანს მოვეპყრათ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც უნდა შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების დაცვა, მიუხედავად რუკებისა. ის კი არ უნდა უთხრა, არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ და არ მაინტერესებს ამა თუ იმ რუკაზე როგორ არის, არამედ უნდა გქონდეს მოლაპარაკების საშუალება და ძლიერი პოზიციები, მორალურიც და იურიდიულიც“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ივერი მელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება რაღაც ეტაპიდან უნდა დაიწყოს.

„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

 

amo დონე, დონე ავოე
4 წლის უკან
Katana „გარეჯი იყო, არის და უნდა იყოს საქართველო, ამისთვის იბრძოდნენ და იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა."
???
ე.ი. ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ და, მელაშვილი რომ აცხადებს, გარეჯი არ არის საქართველოსი, აზერბაიჯანისაა და რატომ თხოულობ იმას, რაც შენი არ არისო, - პირიქით უნდა გაგვეგო?
მაგას, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მენტალური პრობლემებიც დაეწყო, ეტყობა! :)
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამათ ყველას, იმ დროინდელ ხელისუფლების სათავეში მყოფთ, იმ კომისიის წევრებიდან იმათ ვინც არ დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და ხელი მოაწერა ოქმს, ასე 50 კაცს, ახლა შიშის ქარი აქვთ, წითელი ქარი წვივებზე. ცდილობენ შავს თეთრი დაარქვან და თეთრს შავი! აბა ახლა ამ ბარამიძის ნაბოდვარი ნახეთ, რას კადრულობს! კისერზე რომ ორკაპა ჯოხს დააჭერ გველს და დაიკლაკნება სიწრით, ისე იკლაკნებიან! ირაკლი ღარიბაშვილი გვყავდეს მხნედ, მედგრად, გიორგი გახარია... მაგათი იმედი მაქვს და სამართალი იზეიმებს! ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების, პარლამენტის არაფერი მწამს! ესენი არიან დემოკრატიული შხამით მოწამლული გონება დაბნელებული ადამიანები, რომლებიც მთლიანად ჩამოშორებული არიან ქართულ საქმეს . მათი პოზიცია დაახლოებით ბარამიძის პოზიციას ჰგავს! ოღონ პარლამენტი შედგეს, ოღონ იქ ნათელაშვილი და მელია, უდუმაშვილი და კრუელა დეკანოიძე შევიდნენ და მერე უცხოელი ფასილიტატორების შექება დაიმსახურონ ყველაფერზე წამსვლელები არიან! კარგს ჭამნ და სვამენ, დიდი ხელფასები და სხვა შემოსავლები აქვთ, პრესტიჟი, მივლინებები ბრიუსელში, დასვენება ბალიზე და ა.შ. გიჟები კი არ არიან "დავით გარეჯას" თუ სხვა მსგავსი პრობლემების გამო თავის თავს შეუქმნან პრობლემა?! ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ სანამ ეს საკითხი არ დასჭირდათ არჩევნების წინ ისედაც გაშავებული ნაცმოძრაობის გასაშავებლად, პირიქით ლაპარაკობდნენ. როცა ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოღვაწეობის დასაწყისშიდააყენა "დავით გარეჯას" საკითხი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან. ამ ქართულმა ოცნებამ კინაღამ ჩაქოლა, ბევრი არ დაუკლიათ. შეიძლება ჩუმად სცემეს კიდეც! და აუკრძალეს ხმის ამოღება საერთოდ ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ასევე "პატრიოტთა ალიანსის" მაშტაბურ აქციებს იგივე "დავით გარეჯის" საკითხზე ნათლავდნენ როგორც პრორუსული ძალის პროვოკაციად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად! ამ დროს რა ურთიერთობაზეა ლაპარაკი, რა ძმობაზე და მეგობრობაზე. მორეული გვყავს აზერბაიჯანი, დაგვჩაგრეს, საქრთველო კუთხეში მიგვაყენეს. აქეთ მისი დიდ ძმა თურქეთი, იქეთ იმის ძმა აზერბაიჯანი, რაც დარჩენილია იმ ქვეყნის შიგნით აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასხლებული მთელი რეგიონები... საცაა ბოლომდე გადაგვივლიან! რას გვძმობენ, რას სიკეთეს გვიკეთბენ? თუ აზერბაიჯანი ჩვენი ძმა არის არამც თუ ქრისტიანულ "დავით გარეჯას" უნდა გვედავებოდეს, არამედ ძირძველი საქართველო ჰერეთი უნდა დააბრუნოს! რისი დამბრუნებელი და რისი ძმები არიან?! ერთი თურქეთი დააბრუნებს ტაო-კლარჯეთს და მეორე კიდევ აზერბაიჯანი "დავით გარეჯას"! ასეა სიმართლე!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აქ რაც "მოძმე სახელმწიფო" აზერბაიჯანზე დავწერე ზოგიერთს შეიძლება ცხელ გულზე დაწერილ რაღაც გადაჭარბებულ განგაშად მოგეჩვენოთ. სრულიადაც არა! პირიქით კიდევ უფრო უარესადაა საქმე. სოკარზე და საქართველოს სოკარის კალონკად გადაქცევა თვალით ხილულია ყველა თქვენგანისათვის. ახლა მინდა ნაცების კიდევ ერთ საშინელ ნამამაძაღლარზე მინდა გავამახვილო ყურადღება აზერბაიჯანთან ძმობის ასპექტში. ეს ეხება საქართველოში ყველაზე მოთხოვნად ყველაზე სტრატეგიულ დარგს ხორბლის შენახვას, დახარისხებას და ფქვილის წარმოებას. ჩემი პირადი მოსაზრებებით ტავი რომ არ შეგაწყინოთ აქ მოვიყვან ამონარიდს ჩვენი ძვირფასი For.ge-ს 2014 წლის სტატიიდან -
-საქართველოს ფქვილის ბაზარზე არსებული 70-მდე ქართული წისქვილკომბინატი წინა ხელისუფლების დროს დაიხურა, მსხვილი წისქვილკომბინატები კი ხელში აზერბაიჯანულმა ბიზნესჯგუფმა ,,კარატ ჰოლდინგმა’‘, როგორც ,,ვერსიას’‘ უხსნიან, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეგობრების დახმარებით ჩაიგდო და საქართველოს ფქვილის ბაზრის მონოპოლისტად იქცა. იმის გამო, რომ აზერბაიჯანული კომპანია ბაზრის მონოპოლისტი და, პრაქტიკულად, ერთადერთი მოქმედი კომპანიაა, ჩნდება საფრთხე, რომ თავისი ფქვილი პურის ქარხნებს მონოპოლიურად მაღალ ფასში მიაწოდოს და ეს რუსული თუ უკრაინული ხორბლის გაძვირებით ახსნას.

საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ 2006 წლამდე, საქართველოს ფქვილის ბაზარზე 70-მდე მსხვილი, საშუალო და წვრილი წისქვილკომბინატი არსებობდა. დღეს 15-მდე წისქვილკომბინატიღაა და მათგან ყველაზე მსხვილი და ძლიერი წისქვილკომბინატი ,,კარატ ჰოლდინგის’‘ ხელშია, რომელიც აზერბაიჯანული ბიზნესკომპანიაა. აზერბაიჯანული ჰოლდინგი მარნეულის, გორის, კაჭრეთის წისქვილკომბინატებსა და ,,მზეკაბანს’‘ აერთიანებს, ფქვილს კი საქართველოს ბაზარზე, ,,კარმენის’‘ სახელწოდებით აწარმოებს: ,,კარატ ჰოლდინგის’‘ ჯამური სიმძლავრე დღე-ღამეში 1 200 ტონა ხორბლის გადამუშავებაა, რაც უტოლდება საქართველოს მოხმარების რაოდენობას ერთ დღეში. შესაბამისად, ამ კომპანიის ჯამური სიმძლავრე 100%-ით აკმაყოფილებს საქართველოს მოხმარებას. ,,კარატ ჰოლდინგს’‘ საქართველოს ფქვილის ბაზრის 70-80% უკავია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წისქვილკომბინატები, რომლებიც ჩამოგითვალეთ, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ფედერალურ საწარმოებად მიიჩნეოდნენ, რომლებსაც სტრატეგიული მარაგების ანუ ხორბლის შესანახი ელევატორებიც აქვთ.

სიმძლავრეებისა და შესანახი ელევატორების მხრივ, აზერბაიჯანული კომპანია ფქვილის ბაზრის მონოპოლისტია, სხვა წისქვილკომბინატებმა ამგვარ კონკურენციას ვერ გაუძლეს და ამიტომაც გაჩერდნენ. -
- დასკვნები ნათელია - ნაცებმა აზერბაიჯანს მთელი სტრატეგიული დარგი მიყიდეს!!! ადრე თუ რუსეთი იყო საქართველოს სიუზერანი სუვერენული საქართველოს ნამდვილ სიუზერანად ნაცების მმართველობის დროიდან გვევლინება აზერბაიჯანი!
გააზრება თქვენთვის მომინდვია!
4 წლის უკან