რაც მოთხოვა აზერბაიჯანის მხარემ ყველა მიწა გაუფორმა – ანდრია ჯაღმაიძე ივერი მელაშვილზე

რაც მოთხოვა აზერბაიჯანის მხარემ ყველა მიწა გაუფორმა – ანდრია ჯაღმაიძე ივერი მელაშვილზე

რაც მოთხოვა აზერბაიჯანის მხარემ ყველა მიწა გაუფორმა – ანდრია ჯაღმაიძე ივერი მელაშვილზე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის ივერი მელაშვილის გმირად გამოცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მისი გმირად წარმოჩენა არის საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანა. არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ მან ეროვნული რაიმე საგმირო გააკეთა არ გვაქვს. რაც მოთხოვა აზერბაიჯანის მხარემ ყველა მიწა გაუფორმა, რაც მის კომპეტენციაში იყო.

რა გააკეთა ეროვნული ნიშნით მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს გმირად აღვიქვათ არ მესმის.

საპატრიარქოს კუთვნილება არის ის ძეგლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და საპატრიარქო პირველ რიგში სახელმწიფოსაგან ითხოვს, რომ სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.