არავინ შეეწინააღმდეგა ივერი მელაშვილის იმაში, რაც მან ეთერში თქვა. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ფიგურა, ამ შემთხვევაში გმირობის, რომელიც უნდათ რომ გახდეს გმირობის სიმბოლო, რომელიც მისაკუთრებული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.
„ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 20 ივნისის ღამეზე ამბობენ, რომ ეს არის გავრილოვის ღამე და არა პარლამენტზე შტურმის ღამე, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობს, რომ ეს არის კარტოგრაფების საქმე და არა დავით გარეჯის გასხვისების საქმე. „ნაციონალურ მოძრაობას ელექტორატი არ ჰყავს, მათ ჰყავთ სექტა, რაც არ უნდა თქვას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერზე ეთანხმებიან“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.