ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა

ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი პრობლემა გაჩნდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

​მისი თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და დანარჩენ ოპოზიციას აქვთ შეუთავსებელი პოზიციები და მათ იპოვეს ის გამოსავალი, რაც შეათავსებს ამ პოზიციებს.

„რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს შეთავაზებას, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და საბოლოო ჯამში, ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით. რადგან „ქართულ ოცნებასა“ და დანარჩენ ოპოზიციას აქვთ შეუთავსებელი პოზიციები და ჩვენ ვიპოვეთ ის გამოსავალი, რომელიც შეათავსებს ამ პოზიციებს და მიგვაჩნია, რომ ღირს ამაზე საუბარი“, - განაცხადა ალექსანდრე რექვიაშვილმა.

14 იანვარს იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ახალი არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის უკვე შედგა.